14:23 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-23 18:21:43, 400 ნახვა

პოლიტიკა
ღარიბაშვილი: ჭიკაიძესთან დაკავშირებით, შეგნებულად ცრუ ინფორმაცია გაავრცელეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პროკურატურა  ვაზაგაშვილის საქმეზე მუშაობს და უმკაცრესად დაისჯება ყველა ის პირი, ვინც იური ვაზაგაშვილის საზარელი მკვლელობა ჩაიდინა.

ამასთან, ღარიბაშვილის თქმით, ცრუ ინფორმაციაა, რომ ალექსანდრე ჭიკაიძე ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობაში მონაწილე პირებს ხელს აფარებს.

"ვიღაცამ შეგნებულად ცრუ ინფორმაცია გაავრცელა",-აღნიშნა პრემიერმა.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან საგანგებო განცხადება გააკეთა და გადადგომის მიზეზები განმარტა. ჭიკაიძის თქმით, თანამდებობას ბოლო დროს  მის მიმართ გაჟღერებული ბრალდებების გამო ტოვებს, რომ თითქოს  ზურაბ ვაზაგაშვილის  მკვლელობაში მონაწილე პირებს  ხელს აფარებს. მისივე განმარტებით, იური ვზაგაშვილის საქმის ცხელ კვალზე გამოძიება არ მოხდა და  პროცესს უნდა ჩამოშორდეს,  რათა საზოგადოებას ხელისუფლების მიმართ კითხვები არ გაუჩნდეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თურნავა: თუ იმედის ბანკის შექმნაზე განაცხადი შემოვა, განვიხილავთ
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ - ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ეროვნული ბანკი სესხზე პროცენტის გაზრდას განიხილავს
ნიკა სიმონიშვილი გრანტების კანონში მორიგ ცვლილებებზე განმარტებას აკეთებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics