გიორგი კვირიკაშვილი: მეტი ამერიკული კაპიტალის მოზიდვას საქართველოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს
„ჩვენ ვაპირებთ რაც შეიძლება მეტი ამერიკული კაპიტალი მოვიზიდოთ საქართველოში, ამას ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს“, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ნიუ-იორკში გამართული ეკონომიკური ფორუმის Georgia-Making Business Easy, შეფასებისას განაცხადა.