„ნიუ ჰოსპიტალსმა“ წელს უკვე მეორე საერთაშორისო ჯანდაცვის გამოფენაზე მიიღო მონაწილეობა
18-20 სექტემბერს აზერბაიჯანში, ქ. ბაქოში 21-ე საერთაშორისო სამედიცინო გამოფენა გაიმართა, რომლის ფარგლებში 19 ქვეყნის 189 კომპანია იყო წარმოდგენილი. “ნიუ ჰოსპიტალსი “უკვე მეორედ იღებს მონაწილოებას საერთაშორიო გამოფენაზე, რაც სამედიცინო სერვისების გარდა სამედიცინო ტურიზმის განვითარებისა და პოპულარიზაციის მიზნებს ემსახურება. “ნიუ ჰოსპიტალსმა” გამოფენაზე წარადგინა სრულიად ახალი სამედიცინო ტურიზმის პროდუქტი „მედტური“.