თვითმმართველობის აქციაზე "ლიბერალის" ჟურნალისტს ყელში წაუჭირეს და აპარატურა დაუზიანეს
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის მიერ ორგანიზებულ აქციაზე "ლიბერალის" ორ ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. აქციის მონაწილემ ერთ ჟურნალისტს ყელში ხელი წაუჭირა, ხოლო მეორე ჟურნალისტს ფოტოაპარატი გამოართვეს და იატაკზე დაანარცხეს.