2016-03-14 18:19:01, 599 ნახვა
სამართალი
თვითმმართველობის აქციაზე "ლიბერალის" ჟურნალისტს ყელში წაუჭირეს და აპარატურა დაუზიანეს
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის მიერ ორგანიზებულ აქციაზე "ლიბერალის" ორ ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. აქციის მონაწილეებმა ერთ ჟურნალისტს ყელში ხელი წაუჭირეს, ხოლო მეორეს ფოტოაპარატი გამოართვეს და იატაკზე დაანარცხეს.
ჟურნალისტის თქმით, მათ პროვოკატორი უწოდეს და მოთხოვეს ადგილი დაეტოვებინათ.
"ლიბერალს" და „ნეტგაზეთს" პროვოკატორები გვიწოდეს. გვითხრეს, თქვენი ადგილი მეორე აქციაზეა, აქაურობას მოშორდითო", - ამბობს "ლიბერალის" ჟურნალისტი.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან