ჩუგოშვილი: მაქვს მეილი, სადაც თომას მარკერტი მიდასტურებს, რომ დასკვნა პრეზიდენტსაც გაეგზავნა
მაქვს მეილი, სადაც მიდასტურებს ბატონი თომას მარკერტი, რომ როგორც კი გამოეგზავნა დასკვნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ასევე გაეგზავნა საქართველოს პრეზიდენტსაც, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.