23:29 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
ვახტანგ გომელაური საქართველოში ისრაელის ელჩ იუვალ ფუქსს შეხვდა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი სახელმწიფო უსაფრთხოების გენერალ–მაიორი ვახტანგ გომელაური საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ელჩ იუვალ ფუქსს შეხვდა.

პარლამენტთან მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიება ხულიგნობის მუხლით მიმდინარეობს

ქუთაისის პარლამენტთან აქციის წევრებსა და დეპუტატებს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიება ხულოგნობის მუხლით აღიძრა. 

ქობულეთში ავტომანქანის ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს  აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ლაშა გ. ავტომანქანის ქურდობის ბრალდებით, ქობულეთში დააკავეს.

კინოლოგიური პროექტი k9 აშშ-ს მთავრობამ საქართველოს გადმოსცა

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, საქართველოში აშშ-ს ელჩი იან კელი და ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კინოლოგიური პროექტის დახურვის ცერემონიას დაესწრნენ. აშშ-ს მთავრობამ პროექტი K9 ქართულ მხარეს სრულად გადასცა და ის შინაგან საქმეთა და ფინანსთა სამინისტროების თანამშრომლობით გაგრძელდება.

 

აშშ-ის ნარკოტიკებისა და სამართალდაცვის საქმეთა საერთაშორისო ბიუროს კინოლოგიის პროექტი დასრულდა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მოფრენის დარბაზში, კინოლოგიის პროექტის დასრულების  ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

 

მოსამართლემ „რუსთავი 2“ -ის ადვოკატების არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ თამაზ ურთმელიძემ „რუსთავი 2“-ის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

სასჯელაღსრულების სისტემაში განხორციელებულ რეფორმებს ავსტრიის დელეგაცია გაეცნო

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ავსტრიის დელეგაცია ეწვია, რომელსაც ვენის სააპელაციო სასამართლოს პალატის თავმჯდომარე მარიამ ვანკე-ცერვენკა ხელმძღვანელობს. 

სამოქალაქო ცეცხლსასროლი და გაზის იარაღის შეძენის მსურველებს 1 ნოემბრიდან გამოცდის ჩაბარება მოუწევთ

იარაღის მოხმარების წესების ზოგადი ცოდნის გაუმჯობესების, უსაფრთხო გამოყენებისა და მოხმარების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში სამოქალაქო ცეცხლსასროლი და გაზის (აირის) იარაღის შეძენის მსურველები 2015 წლის 1 ნოემბრიდან იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდას ჩააბარებენ.

 

ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე ორი პირი დააკავა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის განყოფილების მთავარი სპეციალისტი თეიმურაზ მჭედლიძე და შპს „არქიმედეს“ დირექტორი გენადი ამბროლაძე დააკავეს.

 

ქიბარ ხალვაშის პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს

ნიკა გვარამიას დღევანდელმა ისტერიულმა განცხადებებმა   კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩვენი მოთხოვნები „რუსთავი 2“-ის წილებისა და ქონების დაყადაღებასთან დაკავშირებით იყო დროული და აუცილებელი ღონისძიება ჩვენი შელახული უფლებების აღდგენის პროცესში, - ამის შესახებ ქიბარ ხალვაშის პრესსამსახურის განცხადებაშია აღნიშნული.

 

საქალაქო სასამართლო „ტელეკომპანია საქართველოსთვის“ ყადაღის დადების თაობაზე განცხადებას ავრცელებს

საქალაქო სასამართლო „ტელეკომპანია საქართველოსთვის“ ყადაღის დადების თაობაზე განცხადებას ავრცელებს.

 

საჯარო რეესტრი: შპს ,,ტელეკომპანია საქართველოს“ საქმეზე გადაწყვეტილება განცხადების წარმოდგენის დღესვე იქნა მიღებული

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უარყოფს ინფორმაციას, თითქოს  სააგენტოს დღემდე არ მიუღია გადაწყვეტილება შპს "ტელეკომპანია საქართველოს" შესახებ.  

 

შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო.

 

ახლადდანიშნული ნოტარიუსი პირველი სამი წელი მაღალმთიან დასახლებაში იმუშავებს

ახლადდანიშნული ნოტარიუსი პირველი სამი წლის განმავლობაში სანოტარო საქმიანობას  მაღალმთიან დასახლებებში განახორციელებს, ან ისეთ დასახლებაში, სადაც სანოტარო მომსახურება სათანადოდ ხელმისაწვდომი არ არის. ცვლილებას „ნოტარიატის შესახებ“ კანონპროექტი ითვალისწინებს, რომლის ინიციატორი საქართველო მთავრობაა. 

ნიკა გვარამია: ხელისუფლებამ დღეს "რუსთავი 2" დახურა

"ხელისუფლებამ გასაოცარი დემოკრატიის მეოთხე საუკეთესო წლის პირველივე დღეს, რუსთავი 2 დახურა", - წერს "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" 

ქიბარ ხალვაშის მოთხოვნის საფუძველზე სასამართლომ „რუსთავი 2“ -ის მფლობელი კომპანიების წილი დააყადაღა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ქიბარ ხალვაშის მოთხოვნის საფუძველზე „რუსთავი 2“ -ის  მფლობელი კომპანიების შპს „საქართველოს“ წილები დააყადაღა. 

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics