02:31 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-02 14:45:34, 589 ნახვა

სამართალი
აშშ-ის ნარკოტიკებისა და სამართალდაცვის საქმეთა საერთაშორისო ბიუროს კინოლოგიის პროექტი დასრულდა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მოფრენის დარბაზში, კინოლოგიის პროექტის დასრულების  ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

ოფიციალური ცერემონიის ფარგლებში თბილისის აეროპორტის სპეციალური დანიშნულების სწრაფი რეაგირების რაზმის წარმომადგენლებმა ნარკოტიკების მოძიებაზე გაწვრთნილ ძაღლებთან ერთად წარმოადგინეს სიმულაციური ჩვენება - ბარგსა და ხელბარგში დამალული ნარკოტიკული საშუალებების პოვნისა და ამოღების პროცესი, რომელშიც ხუთი ძაღლი მონაწილეობდა.

ცერემონიაში მონაწილეობდნენ საქართველოს   ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი,  საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იან კელი, ამერიკის შეერთებული შტატების ნარკოტიკებისა და სამართალდაცვის საქმეთა საერთაშორისო ბიუროს (INL) წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები.

კინოლოგიის პროექტი დაიგეგმა და განხორციელდა ამერიკის შეერთებული შტატების ნარკოტიკებისა და სამართალდაცვის საქმეთა საერთაშორისო ბიუროს  პროგრამის ფარგლებში.

პროექტის მეშვეობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის  ბაზაზე შეიქმნა თბილისის აეროპორტის სპეციალური დანიშნულების სწრაფი რეაგირების რაზმი, რომლის ამოცანა ძაღლების დახმარებით ნარკოტიკების აღმოჩენა და ნარკოდანაშაულებრივი ჯგუფების მხრიდან მოსალოდნელი საფრთხეების მნიშვნელოვანი შემცირებაა. სწრაფი რეაგირების რაზმის ეფექტურად მუშაობის მიზნით, 2013 წლის ივნისში შემოსავლების სამსახურსა და  შსს-ის  ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტსა და საექსპერტო–კრიმინალისტიკურ მთავარ სამმართველოს შორის გაფორმდა მემორანდუმი თანამშრომლობის შესახებ.

ნარკოტიკების მაძიებელი ძაღლები, რომელთა დანიშნულება მგზავრების, ბარგისა და საფოსტო გზავნილების შემოწმებაა, აშშ-ის ნარკოტიკის მოხმარების კონტროლის ადმინისტრაციამ (DEA) გაწვრთნა. პროექტის ფარგლებში, 2014 წელს, ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიმართა კინოლოგთა რვაკვირიანი ტრენინგი, რომლის დასრულების შემდეგაც სერტიფიცირებული კინოლოგები გაწვრთნილ ძაღლებთან ერთად ჩამოვიდნენ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics