173 ხმით 71-ის წინააღმდეგ იტალიის სენატმა ერთი და იმავე სქესის ადამიანებს, ასევე ჰეტეროსექსუალ წყვილებს შორის სამოქალაქო პარტნიორობას მხარი დაუჭირა. ინფორმაციას ''ბიბისი'' ავრცელებს.
აშშ და რუსეთი სირიაში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. მიღწეული შეთანხმების თანახმად 27 თებერვალს სირიაში საბრძოლო მოქმედებები შეწყდება, თუკი ყველა მხარე ამის მზადყოფნაზე ოფიციალურ თანხმობას განაცხადებს.
ხვალ, თბილისში საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი საგარეო საქმეთა მინისტერიალის მეხუთე შეხვედრა გაიმართება.
თურქეთში ავტომობილის აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 28-მდე გაიზარდა, დაშავებულია 61-ზე მეტი ადამიანი. ინფორამაციას ''ბიბისი'' ავრცელებს.
ცოტა ხნის წინ ძლიერი აფეთქება მოხდა თურქეთის დედაქალაქ ანკარაში.
„მე და ვლადიმერ პუტინი სირიაში ერთმანეთს არ ვეჯიბრებით“,-ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ შეერთებული შტატებისა და სამხრეთ-აღმოსავლეთის აზიის ქვეყნების ასოციაციის სამიტზე განაცხადა.
უკრაინის გენერალურმა პროკურორმა, ვიქტორ შოკინმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია გენერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს
უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ პრემიერ–მინისტრ არსენი იაცენიკუკს გადადგომისკენ მოუწოდა.
თურქეთის ქალაქ მალათიას ერთ-ერთ რაიონში საქართველოს მოქალაქე მოკლული იპოვეს.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More