2016-02-25 23:37:05, 916 ნახვა
მსოფლიო
173 ხმით 71-ის წინააღმდეგ იტალიის სენატმა ერთი და იმავე სქესის ადამიანებს შორის სამოქალაქო პარტნიორობას მხარი დაუჭირა
173 ხმით 71-ის წინააღმდეგ იტალიის სენატმა ერთი და იმავე სქესის ადამიანებს, ასევე ჰეტეროსექსუალ წყვილებს შორის სამოქალაქო პარტნიორობას მხარი დაუჭირა. ინფორმაციას ''ბიბისი'' ავრცელებს.
კანონპროექტი ახლა დეპუტატთა პალატაში გადავა. იტალიის სენატში მოლოდინი აქვთ, რომ სამოქალაქო პარტნიორობას პალატაშიც დაუჭერენ მხარს.
შეგახსენებთ, იტალია დასავლეთ ევროპის ერთადერთი წამყვანი ქვეყანაა, სადაც ლგბტ წყვილებისთვის არც ქორწინება და არც სამოქალაქო პარტნიორობა არ არის დაშვებული.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან