01:00 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
თურქეთში ლტოლვილთა ბანაკში 30 ბავშვი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა
ერაყში მორიგ ტერაქტს 17 სამხედრო ემსხვერპლა

ერაყში მორიგი ტერაქტი მოხდა. ამჯერად, თავი თვითმკვლელმა ტერორისტმა სატვირთო ავტომანქანაში აიფეთქა, ამის შესახებ "როიტერი" იუწყება.

ორი ტერაქტი თურქეთში - დაიღუპა 3, დაშავდა 52 ადამიანი

თურქეთში დღეს საღამოს ორი აფეთქება მოხდა, ამის შესახებ ინფორმაციას "როიტერი" ავრცელებს.

სტამბოლში აფეთქების შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა

სტამბოლის აღმოსავლეთ ნაწილში, სამხედრო ბაზის მახლობლად აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც 5 ადამიანი დაშავდა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

ბრაზილიის პრეზიდენტს იმპიჩმენტი გამოუცხადეს

ბრაზილიის პარლამენტის ზედა პალატამ – სენატმა ქვეყნის პრეზიდენტის დილმა რუსეფის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა.

 

ვენაში შესაძლოა სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების შეხვედრა შედგეს

რუსეთის, აშშ-სა და საფრანგეთის ელჩები აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტებს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დასარეგულირებლად პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოუწოდებენ, - ამის შესახებ ნათქვამია ეუთო-ს მინსკის ჯგუფის მიერ გამოქვეყნებულ განაცხადებაში. 

იტალიის პარლამენტმა ერთსქესიანი ქორწინების კანონპროექტს მხარი დაუჭირა

იტალიის პარლამენტის ქვედა პალატამ ერთსქესიანი ქორწინების კანონპროექტს მხარი დაუჭირა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

ბაღდადში გუშინ განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 93-მდე გაიზარდა

ერაყის დედაქალაქ ბაღდადში გუშინ განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 93-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ Reuters ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება.

სამმაგი ტერაქტი ერაყში - დაღუპულია 94, დაშავებულია 150-ზე მეტი ადამიანი

ერაყის დედაქალაქში სამმაგი ტერაქტი მოხდა, რასაც ამ დროის მონაცემებით 94 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რაც შეეხება დაშავებულებს, მათი რიცხვი 150-ს აჭარბებს.

ბაღდადის გარეუბანში აფეთქებას 60-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

ბაღდადის გარეუბანში დანაღმული ავტომობილის აფეთქების შედეგად 50 ადამიანი გარდაიცვალა, - ამის შესახებ Reuters იუწყება. 

ავსტრალიაში ხუთი მამაკაცი დააკავეს, რომლებიც “ისლამურ სახელწმიფოში” გაწევრიანებას გეგმავდნენ

ავსტრალიაში ხუთი მამაკაცი დააკავეს, რომლებიც “ისლამურ სახელწმიფოს” რიგებში გაწევრიანებას გეგმავდნენ, - ამის შესახებ Reuters იუწყება. 

ევროპარლამენტმა თურქეთის ვიზალიბერალიზაციის საკითხის განხილვის პროცესი შეაჩერა

ევროპარლამენტმა თურქეთისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ  საკანონმდბელო ინიციატივაზე მუშაობა შეაჩერა, - ამის შესახებ ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტის წევრბის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

ბანგლადეშში ქვეყნის უმსხვილესი ისლამისტური პარტიის ლიდერი სიკვდილით დასაჯეს

ბანგლადეშში სამხედრო დანაშაულებისთვის ქვეყნის უმსხვილესი ისლამისტური პოლიტიკური პარტიის "ჯამაატ-ი-ისლამის" ლიდერი მოტიურა რაჰმან ნიზამი სიკვდილით დასაჯეს, - ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუყება.

Die Welt: “ალ-ქაიდა” სირიაში საკუთარი ხალიფათის შექმნას გეგმავს

ტერორისტული ორგანიზაცია “ალ-ქაიდა” სირიაში საკუთარი ხალიფათის შექმნას გეგმავს, - ამის შესახებ გერმანული გამოცემა Die Welt იუწყება. 

გერმანიაში მამაკაცმა შეძახილის - ”ალაჰ აქბარ” ფონზე ოთხი ადამიანი დაჭრა

მიუნხენის რკინიგზის სადგურში დანით შეიარაღებული უცნობი პირი მგზავრებს თავს დაესხა, - ამის შესახებ  Süddeutsche Zeitung იუწყება. 

პენტაგონის ინფორმაციით, ერაყში "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი ლიდერი მოკლეს

ერაყის ანბარის პროვინციაში კოალიციის ავიადარტყმის შედეგად “ისლამური სახელმწიფოს” ლიდერი აბუ ვაჰიბი მოკლეს, - ამის შესახებ BBC პენტაგონზე იუწყება. 

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics