04:19 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-12 12:59:36, 1152 ნახვა

მსოფლიო
იტალიის პარლამენტმა ერთსქესიანი ქორწინების კანონპროექტს მხარი დაუჭირა

იტალიის პარლამენტის ქვედა პალატამ ერთსქესიანი ქორწინების კანონპროექტს მხარი დაუჭირა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედიის ინფორმაციით, დღეს კანონპროექტის საბოლოო მოსმენით დამტკიცება იგეგმება. კანონპროექტს ქვედა პალატის 372 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ 51-მა მისცა ხმა, 99 კანონმდებელმა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.

“დღეს საზეიმო დღეა, იტალიამ წინ გადადგა ნაბიჯი”, - ასე გამოემხაურა იტალიის პრემიერ-მინისტრი მატეო რენცი კენჭისყრის შედეგებს.

იტალიის პარლამენტის ორივე პალატაში მრავალთვიანი დებატების შემდეგ კანონპროექტში მრავალი შესწორება შევიდა. კერძოდ, ერთსქესიან წყვილებს იტალიაში შვილის აყვანის უფლება არ ექნებათ.

ცნობისთვის, იტალია დასავლეთ ევროპის ერთადერთი მსხვილი სახელმწიფო იყო, სადაც ერთსქესიანი წყვილების უფლებები იურიდიულად აღიარებული არ იყო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics