პრემიერი: შემოსავლების სამსახური უმნიშვნელოვანესია სახელმწიფოს ფუნქციონირებისთვის და ეკონომიკის განვითარებისთვის
ეს არის სამსახური, რომელიც უმნიშვნელოვანესია სახელმწიფოს ფუნქციონირებისთვის და, ამავდროულად, ეს არის სამსახური, რომელიც უმნიშვნელოვანესია ბიზნესისა და ეკონომიკის განვითარებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შემოსავლების სამსახურის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.