“თბილისში დღეს დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. დღის მეორე ნახევრიდან მოსალოდენელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით“,-ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზების ბიუროს უფროსის მოადგილემ ნინო წვერავამ განუცხადა.
დღეს დილიდან დედაქალაქის გზებზე, კერძოდ, მარჯვენა სანაპიროსა და გმირთა მოედანზე ტრანსპორტის გადაადგილების მხრივ დაწესებული შეზღუდვების უმეტესობა მოხსნილია.
ბოლო მონაცემებით, სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 15 ადამიანს შეადგენს, 7 პირი კი, უგზო–უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა სტიქიით შედეგად დაზიანებული ბაგებისა და ახალდაბის მიდებარე ტერიტორია ვერტმფრენით დაათვალიერა.
ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო და სიმბოლურად მოწყობილ მემორიალზე ყვავილები მიიტანა.
დილიდან, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ააიპ–ი ხელმძღვანელებმა, თანამშრომლებთან ერთად, თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად თანხა შეაგროვეს.
დღეიდან აჭარის მოსახლეობას С ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩასართავად საჭირო დიაგნოსტიკური კვლევების ჩატარება ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონულ ცენტრში შეუძლია (მის: ჯ. ქათამაძის N11).
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More