ბოლო მონაცემებით სტიქიის შედეგად 17 ადამიანია დაღუპილი, 5 კი, იძებნება. 16 ცხედარს იდენტიფიცირება ჩაუტარდა და მათი ვინაობა უკვე დადგენილია.
სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო მოსახლეობას მოუწოდებს, გმირთა მოედნისა და ვაკე–საბურთალოს მიმართულებით ავტომობილით გადაადგილებისგან თავი შეიკავონ.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენელთა სამძიმრის წერილი მიიღო.
კრიზისების მართვის საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, ევაკუაციის გამოცხადების გამო პანიკას არ აყვნენ, რადგან ამ ეტაპზე ამის საფუძველი არ არსებობს.
სტიქიით გამოწვეული ზარალის სალიკვიდაციო სამუშაოებში დღეს საქართველოს შეიარაღებული ძალების I საარტილერიო ბრიგადის პირადი შემადგენლობა ჩაერთო.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ ბანკის თანამშრომელთა სახელით გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძირა და სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებულებს საბანკო ვალდებულებების გასტუმრებაში დახმარება აღუთქვა.
ზუგდიდში, დღეს დევნილი ოჯახებისათვის ბინები კენჭისყრის პრინციპით განაწილდა.
ლიტერატურული პრემია „საბას“ ლაურეატები და ნომინანტები სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად ერთიანდებიან და თიბისი ფონდში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე საკუთარი წიგნებიდან შემოსულ თანხებს რიცხავენ.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ყველა უწყების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები და დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერები სტიქიის ზონაში ჩამოტანილი ქვა - ღორღით დაზიანებული გზის გაწმენდით სამუშაოებს აგრძელებენ.
ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჩარლზ ფლანაგენი, ირალნდიის მთავრობის სახელით თბილისში დატრიალებული სტიქიის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი სტიქიის შედეგად დაზიანებულ თბილისის ზოოპარკში არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More