საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა, მინისტრის მოადგილემ მამუკა ცოტნიაშვილმა და ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გიორგი გურასპაშვილმა, ხაშურში, დევნილთათვის განკუთვნილ ობიექტებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.