16:48 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-30 12:28:59, 550 ნახვა

საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი ქუვეითის პრემიერ-მინისტრს სამძიმარს უცხადებს

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქუვეითის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრს შეიხ ჯაბერ ალ-მუბარაქ ალ-ჰამად ალ-საბაჰს  იმამ სადიქის მეჩეთში განხორციელებული აფეთქების გამო  სამძიმარს უცხადებს.

„საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით, გამოვთქვამ უდიდეს მწუხარებას 2015 წლის 26 ივნისს იმამ სადიქის მეჩეთში განხორციელებული აფეთქების გამო, რომელმაც უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე შეიწირა. საქართველო უპირობოდ გმობს  ტერორიზმის ნებისმიერ გამოხატულებას მსოფლიოში. ამ სასტიკ და შემაძრწუნებელ აქტს ჩვენ განვიხილავთ, როგორც უმძიმეს დანაშაულს მთელი ცივილიზებული სამყაროს წინააღმდეგ.

გარწმუნებთ,  გლოვის ამ მძიმე წუთებში ქართველი ხალხი გვერდით უდგას მეგობარ ქუვეითელ  ხალხს. ჩვენ გულწრფელად ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს“, - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის სამძიმრის წერილში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რეგიონებში ცხოველთა 3 ახალი მუნიციპალური თავშესაფარი აშენდება
სპეციალური შეთავაზება SOLO მომხმარებლებისთვის - დაესწარით სპექტაკლ “შერეკილები”-ს პრემიერას რეზო გაბრიაძის თეატრში
ზურაბიშვილი - მოსამართლე თეა ლეონიძემ განაჩენი პირველ რიგში გამოიტანა თავის თავს გამოუტანა, მერე კი რეჟიმს
ხაბეიშვილი - ამ ქვეყანას ეშევლება, მთავარია, ისე არ მოგვივიდეს, რომ სანამ აზრზე მოვლენ, აზრზე მოსვლას აზრი აღარ ჰქონდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics