საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჯანდაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით დააჯილდოვა.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, ვაზისუბნის დასახლებაში, მოკლული პოლიციელის, ბექა მარგიშვილის ოჯახს პირადად მიუსამძიმრა.
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მართლმადიდებელთა საპარლამენტთაშორისო ასამბლეის განათლებისა და კულტურის კომიტეტის წევრთან, იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს ქრისტიან პარლამენტარ ატეფ ქავართან, შეხვედრა გამართა.
საქართველოს ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობის ამაღლების პროგრამის შემუშავებაში საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფი Global Alliance for Health and Social Compact დაეხმარება, - ჯანდაცვის ექსპერტებით დაკომპლექტებული ჯგუფი დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პოლიციელის სოციალური დაცვის გარანტიების სამხედრო მოსამსახურესთან გათანაბრებას ითხოვს.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 9-10 აპრილს ვატიკანს ეწვევა.
14 აპრილს საქართველოს დანიის, პოლონეთის და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ეწვევიან.
„ჩვენ კანონების გამკაცრებით რა თქმა უნდა შეგვიძლია დანაშაულს ვებრძოლოთ, მაგრამ ეს არ კმარა“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პატრულის თანამშრომელის მოკვლასთან დაკავშირებით განაცხადა.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეები დააჯილდოვა.
„დღეიდან ჩვენ რეფორმებზე ერთად ვიმუშავებთ“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს უზენაესი სასამართლოს თავჯდომარე ნინო გვენეტაძესთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრს ირაკლი სესიაშვილს მიაჩნია, რომ ათონელზე მდებარე შენობა პრეზიდენტის რეზიდენციისთვის უფრო მისაღები და ეფექტური იქნება.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More