2015-04-06 18:01:49, 310 ნახვა
პოლიტიკა
მინდია ჯანელიძე პარლამენტში მოხსენებით 8 აპრილს წარსდგება
თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე პარლამენტში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტზე მოხსენებით 8 აპრილს წარსდგება.
ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, მინისტრის პარლამენტში მისვლა არ მისვლასთან დაკავშირებით სპეკულაციები უნდა დასრულდეს.
„ხელისუფლებაში ყველა მინისტრი პარლამენტის წინაშე თავს ანგარიშვალდებულად თვლის. ასე რომ თავდაცვის მინისტრის მოსვლა არ მოსვლასთან დაკავშირებით სპეკულაციები უნდა დასრულდეს“, - აღნიშნა სესიაშვილმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან