ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზაზე მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტისათვის მოძრაობა აღდგენილია
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ60-კმ100 (გუდანი-შატილი) მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.