23:08 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-15 13:01:37, 761 ნახვა

რეგიონი
დაპირისპირება ფოთში - ხანძრის შედეგად დაზარალებულმა მოვაჭრეებმა ცენტრალური გზა გადაკეტეს

ფოთის სავაჭრო ცენტრში ხანძრის შედეგად დაზარალებულმა მოვაჭრეებმა საპროტესტო აქცია გამართეს და ქალაქში შესასვლელი ცენტრალური გზა გადაკეტეს.

ისინი ხელისუფლებისგან და ბაზრის ადმინისტრაციისგან ფულად კომპენსაციას ითხოვენ.

სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს გზის გახსნისკენ მოუწოდეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. ამასთან, აქციის რამდენიმე მონაწილე შეუძლოდ გახდა, რის გამოც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს. 

ცენტრალური მაგისტრალი ამ დროისთვის გახსნილია.

როგორც დაზარალებულები აცხადებენ, მათი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, აქციები გაგრძელდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics