დიდ ბრიტანეთს ხვალიდან ახალი პრემიერ-მინისტრი ეყოლება, - ამის შესახებ BBC მოქმედ პრემიერ-მინისტრზე დევიდ ქემერონზე დაყრდნობით იუწყება.
თურქეთის სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ შანლიუფრაში მოზარდმა სამი სამართალადამცველი მოკლა, კიდევ სამი კი დაჭრა, - ამის შესახებ Hurryet იუწყება.
2016 წლის დასაწყისიდან ტერორისტულმა დაჯგუფებამ “ისლამურმა სახელმწიფომ” ერაყსა და სირიაში კონტროლირებადი ტერიტორიის 12% დაკარგა, - ამის შესახებ ინფორმაციას Regnum-ი კომპანია IHS-ის კვლევებზე დაყრდნობით ავრცელებს.
თურქეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარი ტერაქტის საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველებმა კიდევ შვიდი ადამიანი დააპატიმრეს, - ამის შესახებ ABCNews იუწყება.
გაერო-ს უშიშროების საბჭო სამხრეთ სუდანს სისხლისღვრის შეჩერებისკენ მოუწოდებს, -ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
პარიზში „ევრო 2016“-ის ფინალური მატჩის შემდეგ, პოლიციასა და ფეხბურთის გულშემატკივრებს შორის შეტაკება მოხდა, - ამის შესახებ "რია-ნოვოსტი" იუწყება.
ინდოეთში, სავაჭრო ცენტრის დანგრევის დროს სულ მცირე 4 ადამიანი გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
რუსეთი ემუქრება მშვიდობას ევროპაში, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ Financial Times-სთან საუბარში განაცხადა. აღნიშნული ინტერვიუ, დღეს ნატო-ს სამიტის გახსნისას გამოქვეყნდა.
ბაღდადში შიიტურ მავზოლეუმზე თავდასხმას 35-მდე ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულთა რიცხვი ki 50-ს აღემატება, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ტეხასის ქალაქ დალასში, საპროტესტო აქციაზე 5 სამართალდამცველი მოკლეს, 6 კი დაჭრილია, - ამის შესახებ BBC იუწყება.
ბაღდადში 3 ივლისს მომხდარი ტერაქტის მსხვერპლთა რიცხვმა 292-ს მიაღწია, - ამის შესახებ BBC ერაყის ხელისუფლებაზე დაყრდნობით იუწყება.
ლონდონის ნაცვლად ევროპის ფინანსური ცენტრი შესაძლოა, პარიზი გახდეს, - ამის შესახებ France24 საფრანგეთის პრემიერ-მინისტრზე მანუელ ვალსზე დაყრდნობით იუწყება.
არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიის „ბარსელონას" ფეხბურთელ ლიონელ მესის 21-თვიანი პატიმრობა მიესაჯა.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More