00:08 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-07 14:30:14, 1404 ნახვა

მსოფლიო
ლონდონის ნაცვლად ევროპის ფინანსური ცენტრი შესაძლოა, პარიზი გახდეს

ლონდონის ნაცვლად ევროპის ფინანსური ცენტრი შესაძლოა, პარიზი გახდეს, - ამის შესახებ France24 საფრანგეთის პრემიერ-მინისტრზე მანუელ ვალსზე დაყრდნობით იუწყება. 

მანუელ ვალსის თქმით, "ბრექსითის" შემდეგ, საფრანგეთის მთავრობა დიდი ბრიტანეთიდან სამშობლოში დაბრუნებულ მოქალაქეებს მაქსიმალურად შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმს შეუქმნის.

როგორც პრემიერმა განაცხადა, უახლოეს მომავალში მთავრობა კორპორაციებისთვის გადასახადების 33%-დან 28%-ე შემცირებას გეგმავს. ასევე ისეთი კანონდებლობის შემუშავებაა დაგეგმილი, რომელიც უცხოურ კომპანიებს საფრანგეთში დამკვიდრების ინტერესს გაუჩენს.

ვალსის თქმით, მომავალში პარიზი მსოფლიოს ფინანსური დედაქალაქი უნდა გახდეს.

ევროკავშირში მიიჩნევენ, რომ თუ დიდი ბრიტანეთი"ბრექსითის" შემდეგ ევროპელების თავისუფალ გადაადგილებას საფრთხეს შეუქმნის, მაშინ ლონდონს ევროპის ერთიან ბაზარზე წვდომა აღარ უნდა ჰქონდეს.

ცნობისთვის, ლონდონის ადგილზე პრეტენზიას ასევე ლუქსემბუგი, დუბლინი და ფანკფურტიც აცხადებენ. მსოფლიო ბანკის მონაცმებით, 2016 წელს ბიზნესის წარმოების კუთხით საფრანგეთი 27-ე ადგილს იკავებს, ხოლო ბრიტანეთი მე-6.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics