ბაქრაძე: საგანგაშოა, თუ პროკურატურა თავს უფლებას აძლევს, რომ ამ დონეზე აბუჩად აიგდოს ქვეყნის პრემიერი და მთავრობა
„მთავარმა პროკურატურამ ერთ-ერთი მაღალი იერარქიის სასულიერო პირის შესაძლო მოწამვლის ფაქტთან დაკავშირებული განცხადებით, საქართველოს მოსახლეობა დაზაფრა, დღეს კი -პროკურატურა აცხადებს, რომ საუბარი ილია მეორის შესახებ არ ყოფილა“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ განაცხადა.