კახიძე უმრავლესობას: მთავარი პროკურორის გადადგომის საკითხს პირველი თქვენ უნდა სვამდეთ და არა მე
„პრაქტიკულად მთავარმა პროკურორმა, გარდა იმისა, რომ გვითხრა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობა მზადდებოდა, პირდაპირ მიანიშნა, რომ ეს მაღალი იერარქიის სასულიერო პირი პატრიარქი გახლდათ“,-ამის შესახებ „მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.