ორბანი უნგრეთის დელეგაციას: რუსეთთან კონფლიქტის მიუხედავად, აღიქვით საქართველო როგორც სანდო და მდგრადი ქვეყანა
„უნგრეთის დელეგაციის წარმომადგენლებო, საქართველო-რუსეთს შორის არსებული კონფლიქტის მიუხედავად, აღიქვით ეს ქვეყანა როგორც სანდო, მდგრადი ქვეყანა, რომელსაც გააჩნია ძალიან მტკიცე საგარეო პოლიტიკა“, - ასე მიმართა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა საქართველო-უნგრეთის ბიზნესფორუმზე უნგრეთის დელეგაციის წარმომადგენლებს.