13:14 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-22 16:34:44, 2248 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
კობახიძე: პრეზიდენტის მაღალი სტატუსი უცვლელი რჩება, ის არის სახელმწიფოს მეთაური, უმაღლესი მთავარსარდალი

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტის მაღალი სტატუსი უცვლელი რჩება.

როგორც კობახიძემ კომისიის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, წარმოდგენილი პროექტით, პრეზიდენტი კვლავ არის სახელმწიფო მეთაური, უმაღლესი მთავარსარდალი და საქართველოს წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობებში.

„პრეზიდენტის მაღალი სტატუსი რჩება უცვლელი, ის არის სახელმწიფო მეთაური, უმაღლესი მთავარსარდალი და საქართველოს წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობებში. 2010 წელს საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელსაც ვენეციის კომისია განიხილავდა, სწორედ პრეზიდენტის ინსტიტუტს ეხებოდა. შემოთავაზების მიზანია, იმ ხარვეზების შესწორება, რომელიც საპარლამენტო სისტემის ფუნქციებთანაა დაკავშირებული. ამას ემსახურება პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევის შემოღება. არსებობს დიდი დისპროპორცია ლეგიტიმაციასა და ფუნქციებს შორის, რაც პრობლემებს ქმნის და ამ პრობლემების მაგალითებს სხვადასხვა ქვეყნების პრაქტიკაც გვიჩვენებს. ცვლილებების მიზანია იყო მკაფიო ზღვარი გაევლო აღმასრულებელ შტოსა და პრეზიდენტის უფლებამოსილებას შორის, რაც უზრუნველყოფილი დოკუმენტში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics