03:49 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
ელბაქიძის აღმართის მიმართულებით გადაადგილება შეზღუდულია
ალექსანდრე მარგიშვილი: თბილისში არსებული უძრავი ქონების გასხვისების წესი მარტივდება

თბილისის მერიისა და საკრებულოს გადაწყვეტილებით უძრავი ქონების გასხვისების ახალი წესი დამტკიცდა.
 

მამა ილია კარტოზიას გადმოსვენების თარიღი დღის ბოლომდე გახდება ცნობილი

„დღეს უნდა დასრულდეს ყველანაირი ექსპერტიზა, ამიტომ დღის ბოლოს ჩვენ ზუსტი და კონკრეტული თარიღი გვეცოდინება როდის მოხდება მისი გადმოსვენება“, - ამის შესახებ ორშაბათის ტრადიციულ პრესკონფერენციაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა დავით კერესელიძემ განაცხადა.

 

საქართველოს უმეტეს რეგიონში საავტომობილო გზებზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა

საავტომობილო გზებზე, დიდთოვლობის, ქარბუქისა და ზვავსაშიშროების გამო დაწესებული შეზღუდვები უმეტეს რეგიონებში მოხსნილია. 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი

პარიზში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მსოფლიოს 40-ზე მეტი ქვეყნის ლიდერთან ერთად, მშვიდობიან მსვლელობაში მონაწილეობს.

 

ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიოს 40-ზე მეტი ქვეყნის ლიდერთან ერთად, ელისეს სასახლეში იმყოფება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მსოფლიოს 40-ზე მეტი ქვეყნის ლიდერთან ერთად, ელისეს სასახლეში იმყოფება. 
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, 30-მდე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, რამდენიმე ქვეყნის პრეზიდენტი და სხვადასხვა დელეგაციის ხელმძღვანელები, საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდთან ერთან, ელისეს სასახლიდან რესპუბლიკის მოედანზე გაემგზავრებიან, საიდანაც მშვიდობიან მსვლელობაში მიიღებენ მონაწილეობას.

 

ილია მეორემ მრევლს დავით წინასწარმეტყველის დღე მიულოცა

სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო ქადაგებისას საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ მრევლს დავით წინასწარმეტყველის დღე მიულოცა. 

 

თბილისის ზღვაზე "ოლიმპიურ სოფელში" გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.ცეცხლი  მშენებლობაზე დასაქმებული მუშების საცხოვრებელ კოტეჯებს გაუჩნდა. ხანძრის შედეგად, ერთი ჩინელი მუშა დაშავდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ის მკურნალობას საავადმყოფოში  გადის.

 

ირაკლი ღარიბაშვილი უკვე პარიზში იმყოფება

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უკვე პარიზში იმყოფება. 
ღარიბაშვილი პარიზში დაგეგმილ ერთიანობის მხარდამჭერ აქციას დაესწრება. 

 

ჰიპერმარკეტ

საქართველოში ფრანგული ჰიპერმარკეტ „კარფურის“ ქსელის საიტი carrefour.com.ge გატეხეს.

 

ჯვრის უღელტეხილიდან კობის მიმართულებით გზის სრული გაწმენდა, სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში მოხერხდება

 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი  ჯვრის უღელტეხილიდან კობის მიმართულებით გზის გაწმენდით სამუშაოებს უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს. 

ჯვრის უღელტეხილიდან კობის მიმართულებით გზის გაწმენდა გაგრძელდება

 გუდაურში მოქმედ საკოორდინაციო შტაბში მორიგი სხდომა მიმდინარეობს, რომელზეც დიდთოვლობასთან დაკავშირებით არსებულ მდგომარეობაზე მსჯელობენ. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი წუხელ გვიანობამდე ახორციელებდა ჯვრის უღელტეხილიდან კობის მიმართულებით გზის გაწმენდით სამუშაოებს. 

კალა-უშგულის გზის მონაკვეთზე ყველა სახის  ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით,  ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ35-კმ73 (ტყიბული-ამბროლაური) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

 

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის ზოგიერთ მონაკვეთზე კვლავ შეზღუდვებია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის მლეთა-გუდაურის (ფოსტა) მონაკვეთზე მოძრაობა ორმხრივ რეჟიმში აღდგენილია, ავტობუსებისთვის და ტრაილერებისთვის მოძრაობა აკრძალულია. მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა)–კობის და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე (დარიალის ხეობა)  ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, ხოლო მლეთა-გუდაური (ფოსტა) მონაკვეთზე და კობი-სტეფანწმინდის მონაკვეთზე დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. 

საავტომობილო გზებზე დაწესებული შეზღუდვები უმეტეს რეგიონებში მოიხსნა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საავტომობილო გზებზე, დიდთოვლობის, ქარბუქისა და ზვავსაშიშროების გამო დაწესებული შეზღუდვები უმეტეს რეგიონებში მოიხსნა.

გუდაურში მოქმედ საკოორდინაციო შტაბში შემაჯამებელი სხდომა გაიმართა

გუდაურში მოქმედ საკოორდინაციო შტაბში გუშინ საღამოს შემაჯამებელი  სხდომა გაიმართა, რომელზეც დიდთოვლობასთან დაკავშირებით არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს. თათბირს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო ხელმძღვანელობს. 

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics