რუსეთის პატრიარქმა კირილმა დონალდ ტრამპს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა, - ამის შესახებ BBC იუწყება.
ამერიკის შეერტებული შტატების მოქმედმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული დონალდ ტრამპი თეთრ სახლში მიიწვია, - ამის შესახებ ინფორმაციას AP ავრცელებს.
გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებით, ამერიკელი ხალხის მიერ არჩეულ პრეზიდენტს გავლენა შტატების საზღვრებს გარეთაც აქვს.
ამ დროისთვის არსებული წინასწარი შედეგებით, "დემოკრატების" კანდიდატ ჰილარი კლინტონს მხარს 59,182,659 ამერიკელი ამომრჩეველი უჭერს (47.6%), მაშინ როდესაც მის ოპონენტს, "რესპუბლიკელ“ კანდიდატ დონალდ ტრამპს 59,044, 897 ხმა აქვს (47.5%)
არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკების" თავმჯდომარის გიორგი კეპულაძის განცხადებით, ამერიკა არ არის ის ქვეყანა, სადაც პრეზიდენტის არჩევით შეიძლება ეკონომიკა ძირეულად შეიცვალოს და მას პრობლემები შეექმნას.
ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი პრეზიდენტი ბარაკ ობამა, ფრანგული ყოველკვირეული სატირული გამოცემის Charlie Hebdo-ს გარეკანის მთავარი პერსონაჟი გახდა.
"რესპუბლიკელმა" კანდიდატმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Twitter-ში საკუთარ თავზე ინფორმაცია განაახლა და მიუთითა, რომ "აშშ-ის არჩეული პრეზიდენტია".
უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა დღევანდელ სხდომაზე მიხეილ სააკაშვილის ოდესის ოლქის გუბერნატორის პოსტიდან გადადგომას მხარი დაუჭირა, - ამის შესახებ იფნრომაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
"რესპუბლიკელი" კანდიდატის, დონალდ ტრამპის გამარჯვება ნიშნავს, იმას, რომ აშშ აზია-წყნარი ოკეანის რეგიონიდან სამხედრო ძალებს გაიყვანს, - ასე შეაფასა ამერიკელმა ფროფესორმა, საერთაშორისო ურთიერთობების უნივერსიტეტის დორექტორმა შეინ დინლიმ, დონალდ ტრამპის არჩევნებში გამარჯვება.
დონალდ ტუსკი და ჟან-კლოდ იუნკერი დონალდ ტრამპს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავენ და ერთობლივ წერილს აქვეყნებენ.
ვაშინგტონში თეთრ სახლთან ასობით ადამიანი შეიკრიბა და დონალდ ტრამპის არჩევნებში გამარჯვებას აპროტესტებს, - ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი იუწყება.
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესი კომისარის ფედერიკა მოგერინის განცხადებით, აშშ-სა და ევროკავშირს შორის კავშირები უფრო ღრმაა, ვიდრე ნებისმიერი ცვლილება პოლიტიკაში, - ამის შესახებ მოგერინი Twitter-ის საკუთარ გვერდზე წერს.
ევროპარლამენტის თავმჯდომარის მარტინ შულცის განცხადებით, "რესპუბლიკელი" დონალდ ტრამპის გამარჯვება ევროპასა და ამერიკას შორის ურთიერთობებს გაართულებს, - ამის შესახებ შულცმა ტელეკომპანია WDR-ის ეთერში განაცხადა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა, - ამის შესახებ ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.
რუსეთში აშშ-ის ყოფილი ელჩის მაიკლ მაქფოლის განცხადებით, რუსეთის პრეზიდნეტმა ვლადიმერ პუტინმა აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებზე დიდი გავლენა მოახდინა, - ამის შესახებ დიპლომატი სოციალურ ქსელ Twitter-ში წერს.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More