|
2016-11-09 13:27:21, 1992 ნახვა
მსოფლიო
შულცი: ტრამპის გამარჯვება ევროპასა და ამერიკას შორის ურთიერთობებს გაართულებს
ევროპარლამენტის თავმჯდომარის მარტინ შულცის განცხადებით, "რესპუბლიკელი" დონალდ ტრამპის გამარჯვება ევროპასა და ამერიკას შორის ურთიერთობებს გაართულებს, - ამის შესახებ შულცმა ტელეკომპანია WDR-ის ეთერში განაცხადა. როგორც შულცმა აღნიშნა, აშშ-ი პოლიტიკური სისტემა საკმაოდ ძლიერია, იმისთვის, რომ ტრამპს გაუძლოს. "აშშ-ი პოლიტიკური სისტემა საკმაოდ ძლიერია, იმისთვის, რომ ტრამპს გაუძლოს და ის შეაკავოს. თუმცა, ცხადია, რომ ტრანსატლანტიკური ურთიერთობები გართულდება", - განაცხადა შულცმა. ამასთან, მანვე დასძინა, რომ ტრამპის პოლიტიკა არა ფაქტობრივ გადაწყვეტილებებზე არამედ რიტორიკაზე და ემოციებზეა აგებული. "მე გაკვირვებული ვარ. ისევე, როგორც ბევრი სხვა, ჰილარი კლინტონის გამარჯვებას ველოდებოდი", - განაცხადა შულცმა. მისივე თქმით, დრესდრეობით პოლიტიკა საყოველთაო პროტესტს ებრძვის, რამაც აშშ-ის არჩევნებზეც გავლენა იქონია. ევროპარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, ტრამპა გამარჯვება მხოლოდ იმის გამო მოიპვა, რომ "სოფლებში ხალხს მიმართავდა და ძველ დროში დაბრუნებას პირდებოდა".
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ათობით დაჭრილი, კიევი, ხარკოვი, ოდესა და დნიპრო რუსი ოკუპანტების დაბომბვის ქვეშ მოექცნენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)