შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე მთავარი სამმართველოს და ამავე დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1978 წელს დაბადებული ომარ ჯ. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ბრალდებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.
ვფიქრობ, პატრული მთლად ადეკვატური არ იყო, არ შეიძლება წესების დამრღვევი მოქალაქე ამდენი ალაპარაკო და მისცე უფლება გაგინონ, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მანანა კობახიძე პატრულის მიმართ მოქალაქე ეკა ყურშიტაშვილის ქმედებას.
შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს და კონტრტერორისტული დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1989 წელს დაბადებული ზურაბ ხ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავეს.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მანანა კობახიძე მოქალაქე ეკა ყურშიტაშვილის ქმედებას ხულიგნობად აფასებს.
კოდორის ხეობაში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული, ემზარ კვიციანი, შესაძლოა, დღეს სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდეს.
პროკურატურაში სახალხო დამცველის აპარატიდან შესულ განცხადებაზე გამოძიება დაიწყო.
რამდენიმე თვის წინ კანონმდებლობაში გარკვეული რეგულაციები შევიდა, თუმცა მას უვადო მსჯავრდებულებისთვის რაიმე შედეგი არ მოუტანია,-ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ნინოწმინდის სასაზღვრო გამშვებ პუნქტში ბულგარეთის სამი მოქალაქე: 1995 წელს დაბადებული საშო ტ, 1996 წელს დაბადებული გეორგ ა. და 1981 წ. დაბადებული რუსი კ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე დააკავეს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის გადახდევინების ღონისძიებების სამმართველოს მთავარი ოფიცერი დააკავა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამსახურის თანამშრომლებმა ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდინარე ორვილის ხეობაში, დაუდგენელი პიროვნებების მიერ უკანონოდ მოჭრილი ცაცხვის და მურყანის ჯიშის სამასალე მერქანი გამოავლინეს.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More