13:58 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-27 15:17:45, 487 ნახვა

სამართალი
თბილისის მერიას 3 თანამშრომლის სამსახურში აღდგენა დაევალა

სასამართლომ  თბილისის მერიასა და ყოფილ თანამშრომლებს-გირშელ ბართაიას, ლევან ხაბეიშვილსა და ნინო ქაცარავას შორის დავა, ამ უკანასკნელების სასარგებლოდ გადაწყვიტა. ამის შესახებ   "ექსპრესნიუსს"  თავად გირშელ ბართაიამ  განუცხადა.  მისივე განმარტებით, თბილისის მერიას მათი  სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენა და 3 თვის სახელფასო განაცდურის ანაზღაურება დაევალა. 

"ქ.თბილისის მერიას მოვუგეთ სასამართლო პროცესი.მართალია, თვეები გაიწელა სასამართლო პროოცესი, მაგრამ მაინც დავამტკიცე ჩემი სიმართლე. ნარმანიას უწყებას გულიც გადაუქანდება სასამართლოს გამამართლებელი განაჩენით რომ მივადგები სამსახურში.  დიდი გამარჯვებები ჯერ კიდევ წინაა. სამართალმა პური ჭამა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო  უძლიერეს ადვოკატს, ივანე პეტრიაშვილს",-განუცხადა ბართაიამ "ექსპრესნიუსს".

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი მიქაუტაძემ მიიღო.

შეგახსენებთ, გირშელ ბართაია, ლევან ხაბეიშვილი  და ნინო ქაცარავა   დავით ნარმანიას ბრძანებით გაათავისუფლეს.  მერიის თანამშრომლების  მტკიცებით,  დაკავებული თანამდებობებიდან  უკანონოდ გათავისუფლდნენ  და მათ ნაცვლად უწყებაში ახალი ხელმძღვანელობის  ნათესავები დაასაქმეს,  რომლებსაც  არანაირი გამოცდილება არ ჰქონიათ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ - ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ეროვნული ბანკი სესხზე პროცენტის გაზრდას განიხილავს
ნიკა სიმონიშვილი გრანტების კანონში მორიგ ცვლილებებზე განმარტებას აკეთებს
ისრაელის სამხედრო ძალები ირანელებს მოუწოდებს, მატარებლით მგზავრობისგან თავი შეიკავონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics