საქართველოსა და ბელარუსს შორის, სამი საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტი გაფორმდა
ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა და ბელარუსის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა იგორ შუნევიჩმა ხელი მოაწერეს სამ საერთაშორისო სამართლებრივ დოკუმენტს: დანაშაულთან ბრძოლის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას, რეადმისიის შესახებ შეთანხმებასა და მის საიმპლემენტაციო ოქმს.