"ბი-ბი-სი" ავრცელებს ინფორმაციას, რომ განცხადებაში, რომელსაც ტერორისტული დაჯგუფება ავრცელებს, ნათქვამია: "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართული "ჯვაროსნული" ქვეყნებისთვის "უარესი დღეები დადგება".
ევროკავშირი დღეს ბრიუსელში მომხდარ ტერაქტებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ტერაქტები დემოკრატიულ საზოგადოებაზე თავდასხმა იყო.
ამ დროის მონაცემებით, ბრიუსელში მომხდარ ტერაქტების სერიას 38 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულთა რიცხვი კი 230-მდე გაიზარდა.
ბრიუსელის ტერაქტებზე პასუხისმგებლობა ISIS-მა აიღო. ამის შესახებ ინფორმაციას "ბიბისი" ავრცელებს.
ბელგიის პოლიციამ ბრიუსელის აერეპორტში აფეთქების მოწყობაში ეჭვმიტანილის ცხედარი აღმოაჩინა, - ამის შესახებ ,,როიტერი“ იუწყება.
ამ დროისათვის ბრიუსელში პანიკაა. ქალაქში განხორციელებული მომხდარი აფეთქებების შედეგად ბრიუსელში ვითარება უკიდურესად დაძაბულია. ამ დროისთვის დახურულია ყველა მეტროსადგური.
ბელგიის პოლიციამ ბრიუსელის აეროპორტში ასაფეთქებელი მოწყობილობები აღმოაჩინა.
ბრიუსელში კიდევ ორი აფეთქება მოხდა.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More