07:59 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-22 16:04:29, 1060 ნახვა

მსოფლიო
ბოლო ინფორმაციით, ბრიუსელის მეტროში მომხდარი აფეთქებას 15 ადამიანი ემსხვერპლა

ბრიუსელის მეტროსადგურ მალბეკში მომხდარი თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 15 ადამიანს მიაღწია, ხოლო 55 დაშავებულია, - ამის შესახებ ინფორმაციას დასავლური მედია ბრიუსელის მეტროს ოპერატორ კომპანიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მანამდე ბელგიის მთავარმა პროკურატურამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ბრიუსელში მომხდარი აფეთქებები ტერორისტული აქტები იყო და "ისლამური სახელმწიფოს" მიერ იყო განხორციელებული.

ცნობისთვის, ბრიუსელის აეროპორტშიც და მეტროსადგურებში მომხდარ აფეთქებებზეც პასუხისმგებლობა ISIS-მა უკვე აიღო.

აღსანიშნავია, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას დაღუპულთა ზუსტი რაოდენობის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გამოუქვეყნებია.

შეგახსენებთ, ბოლო ინფორმაციით, აეროპორტში მომხდარ აფეთქებას 10 ადამიანი ემსხვერპლა. ამ ინფორმაციას, დასავლური მედია პრემიერ-მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics