საკონსტიტუციო სასამართლომ თურქეთში დაკავებული 2 ჟურნალისტი გაათავისუფლა, რის გამოც თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ ტაიპ ერდოღანი სასამართლოს აკრიტიკებს.
გაეროს უშიშროების საბჭომ მშვიდობისმყოფელების მხრიდან ჩადენილი სექსუალური ძალადობის შესახებ რეზოლუცია მიიღო.
დუბაიში ძლიერმა ქარმა და წვიმამ ქუჩები დატბორა. წაქცეულია ხეები, დაზიანებულია არაერთი საცხოვრებელი სახლი. წვიმის ძლიერი ნაკადის გამო, ჩამოინგრა შენობების სახურავები.
არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს ქარიშხალმა გადაუარა. არაბული მედიის ინფორმაციით, ძლიერმა ქარმა და წვიმამ აბუ-დაბის, დუბაისა და სხვა საემიროებში ქუჩები დატბორა.
უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო რუსეთისგან ნადეჟდა სავჩენკოს დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.
ირანმა ორი უპილოტო ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
"ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი ლიდერის, ომარ ალ-შიშანის, იგივე თარხან ბათირაშვილის შესაძლო ლიკვიდაციის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას პენტაგონი იკვლევს.
ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალებმა "ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერის, წარმოშობით პანკისელი ტერორისტის, აბუ ომარ ალ-შიშანის, იგივე თარხან ბათირაშვილის შესაძლო გარდაცვალების შესახებ განაცხადეს, - ამის შესახებ ინფორმციას BBC ავრცელებს.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More