18:15 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-09 17:22:54, 979 ნახვა

მსოფლიო
ირანმა 2 ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა

ირანმა ორი უპილოტო ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათი ცნობით, რაკეტები ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, სამხედრო სწავლების ფარგლებში იქნა გაშვებული.

სამხედრო წვრთნები, რომელიც ოფიციალურმა თეირანმა გუშინ ჩაატარა, აშშ-ის მძაფრი კრიტიკის საბაბი გახდა.

როგორც თეთრის სახლის პრესსპიკერმა პოლ რაიანმა განაცხადა, აშშ-ის კონგრესი ირანის წინააღმდეგ ახალ ეკონომიკურ სანქციებს დააწესებს.

მისივე თქმით, სანქციები ძალაში იქამდე დარჩება, სანამ ირანი თავის აგრესიულ და პროვოკაციულ ქმედებებს, რომლებიც აშშ-ისა და მისი პარტნიორების წინააღმდეგაა მიმართული არ შეწყვეტს. რაიანის თქმით, ბალისტიკური რაკეტების გამოცდა საერთაშორისო ნორმებს არღვევს.

ცნობისთვის, უკანასკნელად ირანში ბალისტიკური იარაღი 2015 წლის შემოდგომაზე გამოსცადეს, რის საპასუხოდაც იანვარში აშშ-მ ახალი სანციები დაუწესა ირანულ კომპანიებსა და კერძო პირებს.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, ჰუსეინ ჯაბარ ანსარის განცახდებით, რაკეტების გამოცდა ბირთვულ პოროგრამასთან არაფერ კავშირიშია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
კაცი, რომელსაც პარლამენტთან პოლიციამ ბორკილები დაადო, ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics