00:23 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
ტუღუში: თუ ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, შეიძლება, კომისიის დატოვების საკითხი განვიხილოთ

,,თუ არ დაკმაყოფილდება ჩვენი მოთხოვნები საარჩევნო სისტემასთან მიმართებაში, შეიძლება ჩვენც განვიხილოთ კომისიის დატოვება“, - ამის შესახებ „მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი ტუღუშმა განაცხადა.

ანა ნაცვლიშვილი ირაკლი კობახიძეს პასუხობს - „ეს არის არაზუსტი და დამაზიანებელი ინფორმაცია“

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის ანა ნაცვლიშვილის შეფასებით, პარლამენტისა და საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადება, პრეზიდენტის ფარულ კონსულტაციებთან დაკავშირებით არის არაზუსტი და დამაზიანებელი პროცესისთვის, 

ჯანელიძე რეზოლუციაზე: ეს არის აშშ-ის კონგრესთან მჭიდრო თანამშროლობისა და მათი მხარდაჭერის გამოხატულება

საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე  ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატაში წარდგენილ ნატო-სა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების  მხარდამჭერ რეზოლუციას გამოეხმაურა, სადაც საქართველოს მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა.

ირაკლი კობახიძის თქმით, რამდენიმე სუბიექტს საკონსტიტუციო კომისიის დატოვება უნდა

საქართველოს პარლამენტისა და საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, კომისიას გააჩნია სარწმუნო ინფომრაცია, იმის თაობაზე, რომ ცალკეულ სუბიექტებს კომისიის დატოვება სურთ.

მიხეილ ჯანელიძე თურქეთში მომხდარ ავარიას გამოეხმაურა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე თურქეთის ქალაქ რიზეში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას გამოეხმაურა, რომლის შედეგადაც,  საქართველოს ერთი მოქალაქე დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა.

ჯანელიძე: დროა, ოკუპაციის ხაზით დაყოფილ საზოგადოებას შორის ნდობა აღდგეს

„დროა, ოკუპაციის ხაზით დაყოფილ საზოგადოებას შორის აღდგეს ნდობა და რუსეთის საოკუპაციო რეჟიმმა პროვოკაციული ქმედებების ნაცვლად, ხელი შეუწყოს შერიგებისა და დაახლოების პოლიტიკას“, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებული ე.წ.  საპრეზიდენტო არჩევნებისა და რეფერენდუმის საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

ციხელაშვილი ე.წ. არჩევნებზე და რეფერენდუმზე: ამას ხალხის ნებასთან საერთო არაფერი აქვს

შერიგებისა და სამოქალაქო  თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებსა და რეფერენდუმს გამოეხმაურა.

დოლიძე: ეს არის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ოკუპანტის მიერ ჩატარებული ერთგვარი ცირკი

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორი დოლიძე ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებსა და რეფერენდუმს გამოეხმაურა.

პრემიერი: ევროატლანტიკური ოჯახის წევრობა ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით ჩვენი ხედვის განუყოფელი ნაწილია

თბილისი, უკვე მეორედ, ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმს მასპინძლობს.

აბესაძე: პრეზიდენტთან საკონსტიტუციო კომისიის დატოვებასთან დაკავშირებით კონსულტაციები არ მქონია

„ევროპული საქართველოს“ წევრის ირაკლი აბესაძის განცხადებით, მას საქართველოს პრეზიდენტთან საკონსტიტუციო კომისიის დატოვებასთან დაკავშირებით არანაირი კონსულტაციები არ ჰქონია.

ქუმსიშვილი: „დარიალი ჰესის“ ექსპლუატაციაში შესვლით ადგილობრივ ბიუჯეტს ყოველწლიურად 2,5 მილიონი ლარი დაემატება

„დარიალი ჰესის ექსპლუატაციაში შესვლით ადგილობრივ ბიუჯეტს მხოლოდ ქონების გადასახადის სახით ყოველწლიურად დაემატება  2,5 მლნ ლარი და ამავე დროს,  მნიშნელოვანია, რომ ადგილზე მუდმივად დასაქმდება 80-მდე  ადგილობრივი მცხოვრები“, -   ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა „დარიალი ჰესის" ოფიციალურ გახსნაზე, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და მთავრობის სხვა წევრები დაესწრნენ.

„ძალიან აქტიურები ვართ ბოლო ხანს, არ ვდუმვართ“ - ნინო გვენეტაძე პრეზიდენტს პასუხობს

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე პრეზიდენტის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ სასამართლო სისტემაში კრიზისია.

კალაძე: „დარიალჰესის“ მსგავსი პროექტები საშუალებას მოგვცემს, ენერგოდამოუკიდებლობისკენ ნაბიჯები გადავდგათ

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, დღეს საქართველოს ენერგეტიკისთვის, ქვეყნისთვის, ისტორიული დღეა, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა „დარიალჰესის“ გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

პრემიერი: „დარიალჰესი“ ენერგოუსაფრთხოების საქმეში უდიდეს წვლილს შეიტანს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში "დარიალჰესი" უნიკალურია და არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა „დარიალჰესის“ გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

პრეზიდენტი უმრავლესობას: რატომ მახსენებთ 2012 წელს ან რატომ ედრებით ?

„მე ვცდილობ პარლამენტში ხალხის აზრი წარმოვადგინო, არ ვარ არცერთი პარტიის პრეზიდენტი“,-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კობახიძის ინფორმაციით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია NGO-ებთან და პარტიებთან კონსულტაციებს მართავს, რომ მათ კომისია დატოვონ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია ცალკეულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და პარტიებთან კონსულტაციებს მართავს, რათა მათ საკონსტიტუციო კომისიის რიგები დატოვონ.

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics