იყო სტრასბურგის სასამართლოზე პოლიტიკური გავლენის მოხდენის მცდელობა და ამ გავლენის ქვეშ იქნა გადაწყვეტილება მიღებული, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.
„ყველაზე დიდი ქომაგი და მეგობარი გყავდი. გეუბნებოდი, არ მიდის რაღაც სწორად, გადაგივლიან - მეთქი",- ასე მიმართა საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა დედაქალაქის მერს, რომელმაც დეპუტატებს ერთ წლიანი საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.
„მოსახლეობა გააცნობიერებს, რომ რეჟიმები შეჭამენ ისეთ კეთილსინდისიერ ადამიანებს, როგორიც ბატონი დავით ნარმანიაა", - ამის შესახებ საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს წევრმა შორენა ბუხრაშვილმა განაცხადა.
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ვიქტორ დოლიძის განცხადებით, თუ გადაწყდება, რომ პარლამენტი თბილისშიც და ქუთაისშიც იყოს, ის ამის წინააღმდეგი არაა.
თბილისის მერის დავით ნარმანიას თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მიზანმიმართულად ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას და ამით მერიის საქმიანობის დისკრედიტაციას ცდილობენ.
თბილისის მერიის 2016 წლის ანგარიშის წარდგენის დასრულების შემდეგ, თბილისის საკრებულოში სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საკრებულოს წევრ მამუკა ახვლედიანს ის პერიოდი შეახსენა როდესაც ყოფილი მერის გიგი უგულავას მოადგილე იყო.
ჩუღურეთის გარდა გარე მოვაჭრეების გაყვანა სხვა უბნებიდანაც მოხდება,-ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, მერად მეორე ვადით კენჭისყრასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას გუნდში კონსულტაციების შემდეგ მიიღებს.
თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, მას ჰქონდა მოლოდინი, რომ ოპოზიცია შოუს დადგმას აპირებდა და სწორედ ამიტომ არ მისცა მათ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე დასწრების საშუალება.
საკრებულოში თბილისის მერის 2016 წლის ანგარიშის წარდგენისას, ყურადღება ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტზე, ჯანდაცვასა და სოციალურ უზრუნველყოფაზე გამახვილდა.
კონსტიტუციაში პარლამენტის ადგილმდებარეობის მუხლი აღარ იქნება, რაც ერთადერთ რამეს ნიშნავს - პარლამენტი ქუთაისში აღარ იქნება, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა ხათუნა გოგორიშვილმა განაცხადა.
პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ზვიად ძიძიგურის განცხადებით, ქვეყანას ორ ქალაქში განთავსებული პარლამენტი არ სჭირდება.
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი სამთავრობო ცვლილებების შესახებ ინფორმაციას პოლიტიკურ სპეკულაციას უწოდებს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ავღანეთში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის სალამო სამაშვილის განცხადებით, პარტია იმსჯელებს და გადაწყვეტილებას მიიღებს, თუ როგორ გააგრძელებს საკონსტიტუციო პროცესის ფარგლებში საზოგადოებრივი ინტერესების დაცვას.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More