საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ პროგრამაში ჩართული, აჭარაში მცხოვრები 10 ყოფილი პატიმრისთვის ფარმაცევტულმა კომპანიამ PSP მედიკამენტების შესაძენი ვაუჩერები გამოყო.
13 ქართველი დეპუტატი ფეხბურთის სათამაშოდ თურქეთში გაემგზავრა. ისინი მინი-ჩენპიონატში მიიღებენ მონაწილეობას.
მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების საქმეში შეტანილი წვლილისა და დაბადებიდან 60 წელთან დაკავშირებით აჭარის ჯანდაცვის მინისტრის სიგელით ექიმი უროლოგი ლევან დოლიძე დაჯილდოვდა.
16 თებერვლიდან მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები იცვლება.
იუსტიციის უმაღლესი სკოლა ხვალ, 11:30 საათზე, მართლმსაჯულების სახლში, ახალი ვებგვერდისა და სასწავლო პორტალის პრეზენტაციას გამართავს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროს დაარსებიდან ერთი წელი შესრულდა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ კახა ოქროჯანაშვილმა გერმანიის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი პრეზიდენტს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე იურიდიული ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ირაკლი ბურდულის კანდიდატურას სთავაზობს.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადბეით, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაა, თუ რისთვის გამოიყენებენ თბილისში, ათონელის ქუჩაზე მდებარე რეზიდენციას.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More