20:07 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-06 13:57:48, 330 ნახვა

საზოგადოება
აჭარაში დანაშაულის პრევენციის ცენტრის ბენეფიციარებს მედიკამენტების ვაუჩერები გადაეცათ

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ პროგრამაში ჩართული, აჭარაში მცხოვრები 10 ყოფილი პატიმრისთვის ფარმაცევტულმა კომპანიამ PSP მედიკამენტების შესაძენი ვაუჩერები გამოყო.

როგორც „ექსპრესნიუსს“ დანაშაულის პრევენციის ცენტრიდან აცნობეს, ვაუჩერების ღირებულება 1500 ლარს შეადგენს. 

ბენეფიციარებს ვაუჩერები იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორმა ჯონი კვინიკაძემ გადასცა.

„ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის“ ბენეფიციარების მხარდაჭერის სურვილი, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში კომპანიამ PSP თავად გამოთქვა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორის ჯონი კვინიკაძის ინფორმაციით, ვაუჩერები იმ ბენეფიციარებს გადაეცათ, რომლებიც ჯანმრთელობის პრობლემების გამო ყველაზე მეტად საჭიროებენ მედიკამენტებს და ასევე, სოციალურად დაუცველთა კატეგორიას მიეკუთვნებიან. „განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ფარმაცევტულმა კომპანიამ PSP, როგორც კი „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის“ შესახებ მიიღო ინფორმაცია, თავად გამოთქვა დიდი სურვილი, რომ გარკვეული წვლილი შეეტანა ყოფილი პატიმრების დასახმარებლად. იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრი მიესალმება დიდი ბიზნეს კომპანიების მხრიდან სოციალური პასუხისმგებლობის ამგვარ გამოვლენას“, - განაცხადა ჯონი კვინიკაძემ.

ღონისძიება ბათუმის იუსტიციის სახლში გაიმართა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ ორი წელია „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამას“ ახორციელებს, რომლის მიზანია ყოფილ მსჯავრდებულებისა და მათი ოჯახის წვერების დახმარება. ბათუმის იუსტიციის სახლში დანაშაულის პრევენციის ცენტრის ფილიალი 2014 წლის აგვისტოში გაიხსნა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Z-ბლოგერებმა გაავრცელეს ინფორმაცია მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმის შესაძლო გაუქმების შესახებ ახალი უკრაინული რაკეტების გამო
კობახიძე: მივესალმებით აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას
რას ამბობს სტრასბურგის სასამართლო აფგან სადიგოვის საქართველოდან გაძევებაზე
გიგა ავალიანის მკვლელობისთვის 2 არასრულწლოვანს 10.6 წლით, 1-ს 6.9 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics