მოსამართლე გიორგი გოგინაშვილი უზენაესი სასამრთლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძეს მოუწოდებს, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდეს.
მოწმის დაკითხვის ახალ წესთან დაკავშირებით გადამზადება ყველა პროკურორმა და სისტემის გამომძიებელმა გაიარა, - ამის შესახებ პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული.
"თბილისის საქალაქო სასამართლო მზად არის, მოწმეთა დაკითხვა ახალი წესით განახორციელოს“, - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ, მართლმსაჯულების სახლში მიმდინარე მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული პროდუქციის აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციის ფაქტზე, საქართველოს მოქალაქე გევორქ რამაზიანი და სომხეთის მოქალაქე კარენ სიმონიანი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.
პარლამენტმა ლევან მურუსიძეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყვიტა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში პროექტის „საქართველოს შსს-ს შესაძლებლობათა გაუმჯობესება ადამიანის უფლებების სათანადო დაცვის უზრუნველყოფისთვის დროებითი მოთავსების იზოლატორებში ტრენინგებისა და მუშაობის ახალი სტანდარტის დანერგვის გზით“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა.
''რუსული გაზის მოხმარება არ შეიძლება და მარიხუანას მოხმარება შეიძლება ხომ?'', - ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიგა ბუკიამ დღეს, მარიხუანას დეკრიმინალიზაციაზე მსჯელობისას გააკეთა.
თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის თანამშრომელი, რომელმაც თამარ გერგედავასთვის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფაზე შუამდგომლობა მოამზადა, სამსახურიდან გათავისუფლდება.
მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულის მაგდა პაპიძის საქმეზე საქართველოს მთავარი პროკურატურა შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ერთი პირი დააკავა.
საქართველოში შინაგან საქმეთა სამინისტროს ინტერპოლის ეროვნულ ცენტრალურ ბიუროს, სამუშაო ვიზიტით, ინტერპოლის გენერალური სამდივნოს სხვადასხვა სფეროს სპეციალისტები ესტუმრნენ.
თბილისის მერია, მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სარეზერვო ფონდიდან, მერიის ყოფილი თანამშრომლის, თამარ გერგედავასთვის ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით, საფრანგეთში სწავლის მიზნით, საცხოვრებელი ხარჯების ანაზღაურებას ეხმაურება.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More