05:45 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-20 13:08:13, 545 ნახვა

სამართალი
გვენეტაძე: საქალაქო სასამართლო მზად არის, მოწმეთა დაკითხვა ახალი წესით განახორციელოს

"თბილისის საქალაქო სასამართლო მზად არის, მოწმეთა დაკითხვა ახალი წესით განახორციელოს“, - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ, მართლმსაჯულების სახლში მიმდინარე მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც გვენეტაძემ აღნიშნა, ამ საკითხთან დაკავშირებით კონფერენციაზე მოხსენებით გამოვა და ამ კუთხით განხორციელებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით მოსამართლეებს ინფორმაციას მიაწვდის.

"მოვასწარით და თბილისის საქალაქო მზად არის უკვე მოწმეთა მიღებისა და დაკითხვისთვის. ხვალ კიდევ ერთი მოსამზადებელი ტრენინგი გვაქვს. ეს ნიშნავს, რომ სასამართლო კორპუსი მზად არის, კანონის ახალი მოთხოვნები განახორციელოს", - განაცხადა ნინო გვენეტაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics