საქართველოს ეროვნული გვარდიის უფროსი, ბრიგადის გენერალი ლევან გამყრელიძე ლატვიელ კოლეგას, ბრიგადის გენერალ ლეონიდას კალნინშს შეხვდა.
სასტუმრო Rooms Hotel-ში ნატო-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამის მე-4 ყოველწლიური კონფერენცია იმართება.კონფერენცია საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა დოლიძემ გახსნა.
საქართველო ნატოს წევრი და PFP ქვეყნების წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრას მასპინძლობს.
თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი მოლოდინი ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახურის წარმომადგენლებს - ანელი კიმბერის და ჯანის რანგულის შეხვდა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ბერლინში რიგით მე-5 ქართულ-გერმანულ სტრატეგიულ ფორუმს საპატიო სტუმრის სტატუსით ესწრება.
საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 42-ე ბატალიონის „ალფა" ასეულმა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის „ალფა" ასეული ჩაანაცვლა.
ქართველი მებრძოლები ავღანეთიდან სამშობლოში ბრუნდებიან.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს სამინისტროს შემეცნებით-საგანმანათლებლო ცენტრში უმასპინძლა.
საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებულ ბრიგადას თბილისის 173-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ.
საქართველოს სამსახურებრივი გამოყენებითი სპორტის ფედერაციის ორგანიზებით, პისტოლეტის სისტემის სამსახურებრივ-საშტატო (9 მმ-იანი) იარაღიდან სროლაში ნინო სალუქვაძის სასროლეთზე საქართველოს პირად-გუნდური პირველობა გაიმართა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შემეცნებით-საგანმანათლებლო ცენტრში სამეთაურო-საშტაბო სწავლება „INFO 2016“-ის დასრულებისადმი მიძღვნილი ცერემონიალი გაიმართა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა დოლიძემ ჩრდილოეთ ირლანდიაში განლაგებული გაერთიანებული სამეფოს 38-ე ბრიგადა მოინახულა.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More