04:18 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-27 15:55:49, 552 ნახვა

სამხედრო
ეროვნული გვარდიის უფროსი ლევან გამყრელიძე ლატვიელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს ეროვნული გვარდიის უფროსი, ბრიგადის გენერალი ლევან გამყრელიძე ლატვიელ კოლეგას, ბრიგადის გენერალ ლეონიდას კალნინშს შეხვდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და ლატვიის ეროვნული გვარდიების თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და სამომავლო გეგმებზეც გაამახვილეს ყურადღება. ქართველმა და ლატვიელმა კოლეგებმა კიბერუსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის განვითარების საკითხებზეც იმსჯელეს.

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ბრიგადის გენერალი ლეონიდას კალნინში თავდაცვის სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროსაც ესტუმრა. ლატვიის ეროვნული გვარდიის მეთაურმა ბიუროს კომპიუტერულ ინციდენტებზე რეაგიერების ჯგუფი მოინახულა და ბიუროს კიბერშესაძლებლობებს გაეცნო. შეხვედრაზე მხარეებმა კიბერრეზერვის პროექტი და ნატოს წევრი ქვეყნებისათვის გამართულ სავარჯიშოებში ბიუროს თანამშრომლების ლატვიის გუნდში მონაწილეობის შესაძლებლობა განიხილეს.

დღესვე, ლატვიის ეროვნული გვარდიის მეთაური საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველ მოადგილეს, პოლკოვნიკ ომარ ბეგოიძეს შეხვდა. გენერალური შტაბის უფროსის მოადგილესთან შეხვედრის ერთ-ერთი თემა მოახლოებული ვარშავის სამიტი და საქართველოს ევრო-ატლანტიკური პერსპექტივები იყო. პოლკოვნიკმა ომარ ბეგოიძემ ლატვიელ სტუმართან ერთობლივი წვრთნების ჩატარების შესაძლებლობები და კიბერუსაფრთხოების სფეროში გამოცდილების გაზიარების საკითხები განიხილა. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა ლატვიის მხარდაჭერა SNGP-ის (ნატო-საქართველოს არსებითი ღონისძიებათა პაკეტი) ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელების საკითხში, კერძოდ, JTEC-ის ფუნქციონერებაში ლატვიელი ოფიცრების ჩართულობა. ლატვიის ეროვნული გვარდიის მეთაურმა მაღალი შეფასება მისცა ქართველი ჯარისკაცების საბრძოლო მომზადების დონეს.

შეხვედრებს საქართველოს ეროვნული გვარდიის უფროსი, ბრიგადის გენერალი ლევან გამყრელიძე და საქართველოში ლატვიის თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი იანის დრეიმანისი დაესწრნენ.

ლატვიის ეროვნული გვარდიის უფროსმა მასპინძლები ივლისში ლატვიის ეროვნული გვარდიის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე მიიწვია.

ვიზიტის ფარგლებში ლატვიის ეროვნული გვარდიის მეთაური საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს, გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძესაც შეხვდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics