მარგველაშვილი: იმედი მაქვს, რიგაში სწორად დაიგეგმება საქართველოს მომავალი თავისუფალ ერთა ოჯახში
„იმედი მაქვს, რომ რიგაში ადეკვატურად სწორად დაიგეგმება აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი და მათ შორის საქართველოს მომავალი თავისუფალ ერთა ოჯახში“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ლატვიელ კოლეგასთან, ანდრის ბერზინშთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.