13:24 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-16 17:12:11, 294 ნახვა

პოლიტიკა
აჭარის უმაღლეს საბჭოში კვლავ დაპირისპირებაა

აჭარის უმაღლეს საბჭოში  დღევანდელი სხდომა კვლავ  ხმაურით დაიწყო. "ქართულ ოცნებასა"  და ოპოზიციას შორის ისევ დაპირისპირებაა. სადავო საკითხია-ვიცე სპიკერის პოსტზე ჯემელ ფუტკარაძის ყოფნა და საკანონმდებლო მუშაობა.
1 თვის წინ უმაღლეს საბჭოს სხდომაზე კენჭისყრა გაიმართა. ჯემალ ფუტკარაძის ვიცე სპიკერობას მხარი 8 დეპუტატმა დაუჭირა. აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ კი, შედეგები უკანონოდ სცნო. "ქართული ოცნება" ჯემალ ფუტკარაძეს ვიცე-სპიკერად არ აღიარებს და მას მოუწოდებს, ჯანდაცვის კომისიის თავმჯდომარის ფუნქცია შეასრულოს.
"რატომ არ ასრულებს ჯემალ ფუტკარაძე, ჯანდაცვის  კომისიის თავმჯდომარე, თავის უფლება მოვალეობებს და რაც მთავარია, თითქმის თვენახევარია უამრავი გაჭირვებული ადამიანების წერილებია თავმოყრილი ჯანდაცვის კომისიაში  და ეს ადამიანი რომ "არჩეულ ჩინეთის იმპერატორად" თვლის თავს, არ ასრულებს თავის მოვალეობას. ძალინ ვთხოვ მიხედოს ამ ადამიანმა თავის საქმიანობას, თუარადა მოვიქცეთ კანონის შესაბამისად",-განაცხადა დავით ბაციკაძემ.
თავად ჯემალ ფუტკარაძემ ცენტრალურ  ხელისუფლებას მოუწოდა, აჭარის უმაღლეს საბჭოში განვითარებულ მოვლენებს ყურადღება მიაქციოს.
"მინდა ვისარგებლო დღევანდელი ამ ტრიბუნით და მივმართო ცენტრალურ ხელისუფლებას, ძალიან დიდი ყუარდღების ქვეშ უნდა იყოს აჭარის უმაღლესი საბჭო. ამაზე უნდა დაინტერესდეს ქვეყნის პრეზიდენტი და ერთხელ და სამუდამოდ ჩვენ უმაღლეს საბჭოში უნდა მივაღწიოთ, რომ ან ვაგრძელებთ ერთად საქმიანობას, ან თუ არ შეგვიძლია და ვერ ვაგრძელებთ საქმიანობას, უმაღლესი საბჭო ასეთი მდგომაროებით ვერ გააგრძელებს  თავის ფუნქციონირებას",-განაცხადა ჯემალ ფუტკარაძემ.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ "ქართულ ოცნებაში" რჩება  დეპუტატი სვეტლანა კუდბა. შეგახსენებთ, სვეტლანა კუდბას ხმა  გადამწყვეტი აღმოჩნდა იმისათვის,  რომ "ქართული ოცნების" ვიცე-სპიკერი დავით ბაციკაძე პოსტიდან გადაეყენებინათ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics