მარგველაშვილი: ეკონომიკური ურთიერთობების სხვადასხვა მიმართულებით განვითარებამ, საქართველო-ბელარუსის კავშირი არ უნდა შეზღუდოს
„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობა ღრმავდება ევროკავშირთან, ხოლო ბელარუსის ეკონომიკური ურთიერთობების კავშირები ღრმავდება საბაჟო კავშირის მიმართულებით, ღრმად გვწამს, რომ ამ განვითარებამ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებს ახალი პოტენციალი უნდა მისცეს“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ალექსანდრე ლუკაშენკოსთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.