14:07 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-23 11:54:53, 329 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილისა და ალექსანდრ ლუკაშენკოს პირისპირ შეხვედრა დასრულდა

საქართელოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბელარუს კოლეგა ალექსანდრ ლუკაშენკოსთან პირისპირ შეხვედრა გამართა.

შეხვედრისას, რომელიც საათ ნახევარი გაგრძელდა, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობა განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება  დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებს.

საუბრის მთავარი თემა  რეგიონული უსაფრთხოების საკითხები იყო. მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ  ტერიტორიებზე  შექმნილ საგანგაშო ვითარებასა და არსებულ  საფრთხეებზე იმსჯელეს.

საქართელოს პრეზიდენტმა ბელარუს კოლეგას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე  მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. საუბარი ასევე შეეხო უკრაიანში შექმნილ მდგომარეობას.
შეხვედრისას ხაზგასმით აღინიშნა საქართველოში ბელარუსის პრეზიდენტის პირველი სახელმწიფო ვიზიტის მნიშვენლობა. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ეს ვიზიტი ქვეყნებს შორის  არსებულ ურთიერთობას  გააღრმავებს .

ამ წუთებში პრეზიდენტებისა და დელეგაციების  გაფართოებული შეხვედრა იწყება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics