10:22 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
ლევან ბოძაშვილი: პრემიერ–მინისტრი მოვალეობის შემსრულებელია

ამ დროისთვის მთავრობა და მათ შორის პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოვალეობის შემსრულებელია. თუმცა, მოქმედი  მთავრობა ლეგიტიმურია, სანამ პარლამენტი ახალ მთავრობას ნდობას არ გამოუცხადებს.

 

დავით ბაქრაძეს იმედი აქვს, რომ მთავრობა მაქსიმალურად დროულად დამტკიცდება

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმიწფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ დავით ბაქრაძეს იმედი აქვს, მთავრობისთვის ხელახალი ნდობის გამოცხადება რაც შეიძლება მოკლე დროში მოხდება.

 

დავით ბაქრაძე ადასტურებს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის დეკლარაციის პროექტი საქართველომ უკვე მიიღო

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის დავით ბაქრაძის განცხადებით, აღმოსავლეთ პარტნიორობის დეკლარაციის პროექტი, რომელიც რიგის სამიტისთვის მომზადდა, საქართველომ უკვე მიიღო.

 

მიხეილ სააკაშვილი: ოლიგარქის მმართველობის შეცვლა რიგგარეშე არჩევნების გზით არის შესაძლებელი

„ოლიგარქის მმართველობის შეცვლაა გამოსვალი და ოლიგარქის მმართველობის შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ რიგგარეშე არჩევნების გზით“,-ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მთავრობაში განვითარებულ  მოვლენებთნ დაკავშირებით ბაქოში  განაცხადა. 
 

ღარიბაშვილი იმედოვნებს, რომ რიგის სამიტზე საქართველოს პროგრესი ობიექტურად დაფასდება

პრემიერ–მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა მოტივირებულია, რომ რიგის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე დაფიქსირდეს საქართველოს მიღწევები და იმედოვნებს, რომ პროგრესი ობიექტურად დაფასდება.
 

ირაკლი ღარიბაშვილი მხოლოდ 2 ახალ მინისტრს წარადგენს

პრემიერ–მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი ღარიბაშვილი ახალ მინისტრებს მხოლოდ იმ უწყებებში დანიშნავს, რომელთა ხელმძღვანელებმა თანამდებობები დატოვეს. 
 

ღარიბაშვილი პრეზიდენტს და პარლამენტს მიმართავს, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება მაქსიმალურად დაჩქარდეს

პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი ღარიბაშვილი პრეზიდენტს და პარლამენტს თხოვნით მიმართავს, მაქსიმალურად დაჩქარებულ ვადებში მოხდეს მთავრობისთვის ნდობის ხელახლა გამოცხადება და შესაბამისი პროცედურები მიმდინარე კვირას დასრულდეს.

 

ირაკლი ღარიბაშვილი: ლევან ყიფიანის წასვლა ჩემთვის ძალიან გულდასაწყვეტია

„ბატონ ლევან ყიფიანის წასვლა ჩემთვის  რა თქმა უნდა ძალიან გულდასაწყევტი იყო“,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. 

პრემიერ-მინისტრმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ლევან ყიფიანის მიმართვა დააკმაყოფილა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ლევან ყიფიანის მიმართვა, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ, დააკმაყოფილა.

 

ირაკლი ღარიბაშვილსა და ანგელა მერკელს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.

 

კალაძე: ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადება პრობლემა არ იქნება

„პროცესები ჯანსაღად მიმდინარეობს და გასაკვირი არაფერი ხდება. ადრეც ხდებოდა მინისტრების შეცვლა, ახლაც ხდება და ეს მომავალშიც მოხდება“, - ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ სამთავრობო ცვლილებთან დაკავშირებით განაცხადა.

 

შოთა ხაბარელი: ყიფიანის განცხადებები არასწორი და უადგილოა

„ლევანის ასეთი განცხადებები არასწორი და უადგილოა“,-ამის შესახებ სპორტისა და ახალგაზრდულ კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ხაბარელმა  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ყოფილი მინისტრის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა. 
 

უსუფაშილი: ჩვენს მიერ კონსტიტუციაში დაბრუნებული დემოკრატიის მექანიზმი ამუშავდება, რაც ძალიან კარგია

„ჩვენს მიერ კონსტიტუციაში დაბრუნებული  დემოკრატიის მექანიზიმი ამ დღეებში კიდევ ერთხელ ამუშავდება და ეს ძალიან კარგია“,-ამის შესახებ პარლემტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხდა.

 

გიორგი მარგველაშვილი ნიდერლანდების სამეფოს სენატის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ნიდერლანდების სამეფოს სენატის პრეზიდენტს ანკი ბრუკერს-კნოლს შეხვდა.

 

დავით ქევხიშვილი: ფედერაციების დეპოლიტიზაცია ლევან ყიფიანის დიდი დამსახურებაა

საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტ დავით ქევხიშვილის განცხადებით, ლევან ყიფიანი წარმატებული მინისტრი იყო.

 

საქართველოს კალათბურთის ფედერაცია: ლევან ყიფიანთან აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობა გქვონდა

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტ მიხეილ გაბრიჩიძის განცხადებით, ლევან ყიფიანის გუშინდელი კომენტარის შემდეგ, მისთვის მისი გადადგომა სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის პოსტიდან მოულოდნელი იყო.

 

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics